საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დამყარებული გამოცდილების გაზიარების ტრენინგების კურსი
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დამყარებული გამოცდილების გაზიარების ტრენინგების კურსი

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დამყარებული გამოცდილების გაზიარების ტრენინგების კურსი წარმატებით გაიარეს. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (USDOI-ITAP) კოორდინატორმა პაატა შანშიაშვილმა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს სასწავლო კურსი „საუკეთესო პრაქტიკაზე დამყარებული დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობისა და მართვის საფუძვლები: გლობალურად თავსებადი და ლოკალურად რელევანტური სტანდარტისკენ" ჩაუტარა. 1 კვირიანი სასწავლო კურსი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, როგორიცაა რესურსების მართვა, ვიზიტორთა მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და გარემოსდაცვითი განათლება, კანონაღსრულება და სამაშველო საქმე, მდგრადი ინფრაქსტრუქტურა და ინსტიტუციური განმტკიცება.  არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს და ბატონ პაატა შანშიაშვილს მადლობას უხდის შესაძლებლობების განვითარებისთვის. 

Historical-cultural monuments