მიხა ხელაშვილი
მიხა ხელაშვილი

"ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორე იქნება ვკვდებოდე, და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე"... მიხა ხელაშვილის ეს სიტყვები და მისი ნაწერები სააქაოს დარჩა, ხოლო თვითონ კი იმ ქვეყნიური ცხოვრება გაიზიარა, საკმაოდ ახალგაზრდამ... მიხა ხელაშვილი დაიბადა სოფელ ახადში, აქ დღემდე არის მისი ნასახლარი. მიხას განათლების მიღებაში დიდი წვლილი მიუძღვის მღვდლის - ილარიონ მოსანთლიშვილს. მიხა საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლე ყოფლა. 1919 წელს ჩარგლის ეკლესიაში, მღვდლად უკურთხებიათ. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიხა ხელაშვილი იძულებული გახდა, მიეტოვებინა ტაძარი და ცხენზე ამხედრებულიყო. ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი გახდა.  ჩოლოყაშვილი მას განსაკუთრებულა ენდობოდა - " კარის პოეტი ხარო " ... მიხა კი ამ სიტყვებზე პასუხობდა - "კარის კი არა ველის პოეტი ვარო" ... საბოლოოდ მაინც ჩარგალში სტუმრობა აღმოჩნდა მისთვის საბედისწერო " გულღიად" დახვდნენ "მეგობრები" - ხინკალიც უჭამიათ და არაყიც დაულევიათ. ვითომ უსაფრთხოების მიზნით მიხა საბძელში დაუძინებიათ... შუაღამეზე კი თავად დასდგომიან თავს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თავადვე მოუკლავთ... მიუხედავად მიხას სახელის ხსენების აკრძალვისა ფშავში არასოდეს ჩამკვდარა მისი სახელი. ზეპირად იცოდნენ და ყვებოდნენ მის ლექსებს და ერთ მშვენიერ დღეს დადგა ის დრო, როდესაც მიხას ლექსებმა იხილეს მზის სინათლე. გავრცელებული ვერსიით იგი მოკლეს თავის დაბადების დღეს 25 იანვარს 25 წლის ასაკში. </div>

    </div>
<div class=