ვლადიმერ ივანეს ძე ბექაური
ვლადიმერ ივანეს ძე ბექაური

გუდამაყრის ხეობაზე მოგზაურობისას გზად აუცილებლად შეხვდებით ქანდაკებას და დარწმუნებულები ვართ გაგიჩნდებათ კითხვა თუ ვინ არის და რატომ დაუდგეს მას აქ,ამ ადგილას ძეგლი...  ეს ადამიანი გახლავთ ვლადიმერ ივანეს ძე ბექაური, რომელიც დაიბადა 1882 წლის 27 დეკემბერს გუდამაყარში, სოფელ კიტოხში. იგი გარდაიცვალა 1938 წლის 8 თებერვალს მოსკოვში. და მაინც, რატომ ან რითი იყო გამოჩენილი ვლადიმერ ბექაური?... "ვლადიმერ ბექაური მონაწილეობდა 1905 წელს ხაშურის საორთქლმავლო დეპოს რევოლუციურ გამოსვლებში, ის ამის გამო იდევნებოდა პოლიციისგან.1907 წელს საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ კი პეტერბურგში. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება მისი რიგი გამოგონებები, მათშორის: "ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი", რომლის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. ასევე მან გამოიგონა აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია. იყო რეპრესირებული და შემდეგ რეაბილიტირებული.პ.ს. ქალაქ ხაშურის საავადმყოფოს კედელზე დამაგრებულია ბარელიეფი,რომელიც გვამცნობს,რომ ეს საავადმყოფო აშენებულია 1934-1936 წლებში, ქართველი გამომგონებლის ვლადიმერ ივანეს ძე ბექაურის გამოგონებებზე გაცემული ჰონორარით. დასაფასებელია ასეთი ადამიანების ყოფნა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს კუთხეში. 

Historical-cultural monuments