საიტის ლოგო
აღწერა

ბილიკი იწყება სოფელ ხომის ზემოდან, მიუყვება მდელოს, სადაც მარცხნივ ვხვდებით
მე-19 საუკუნის ეკლესიასა და სალოცავს სახელად ამაღლება (დაიცავით მანძილი შესვლა აკრძალულია ორივეგან, როგორც ყველა სხვა მთისსალოცავის შემთხვევაში). ამის შემდეგ საფეხმავლო ბილიკი ზიგზაგებით ადის ფერდობზე, კვეთს მდელოს და აგრძელებს აღმართს. გზა გრძელდება მწყემსის ქოხის ზემოდან, შემდეგ მცირედით ეშვება, გადის პატარა ქედს და კონტურულ ხაზზე მიუყვება დაახლოებით 2 კმ მანძილზე. იგი გრძელდება დეკის ბუჩქების გავლით და საბოლოოდ აღწევს საპარავის ყელის უღელტეხილამდე. ჩვენი ბილიკი კვეთს მდინარე ივრის ხეობისკენ მიმავალ ბილიკს.ფშავის ქედზე მდებარე საპარავის ყელის უღელტეხილზე ვუხვევთ მარჯვნივ. ბილიკი აქედან საკმაოდ ციცაბოა და ქედს მიუყვება. კლდოვან მასივზე თითქმის არ ჩანს ბილიკის კვალი. ბილიკი მთის წვერს აღწევს და უხვევს მარჯვნივ, ქედს მიჰყვება და კიდევ ორ წვერს გადაივლის, მესამე წვერის შემდეგ ბილიკი ციცაბოდ ეშვება დაბლა, მარჯვენა მხარეს, საშუბის მთის მიმდებარედ.აქედან ციცაბო დაღმართი ეშვება ქედიდან ბოწახის მიმართულებით. ბილიკის ეს მონაკვეთი გამოირჩევა საკმაოდ რთული რელიეფით და მაღალი მცენარეულობით.ბოწახიდან ვაგრძელებთ გადაადგილებას, ბილიკიეშვება ჯერ ალპურ მდელოებზე და შემდეგ ტყეში. დაღმართი მთავრდება ჩარგლურას ხეობის ძირში, აფხუშოსხევის შესართავთან ამისშემდეგ ბილიკი გრძელდება მდინარის მარცხენა ნაპირზე და ჯერ კიდევ ტყეშიშეგვხვდება სოფელი ჩარგლის პირველი სახლები.

The trail begins above the village of Khomi, passing through a meadow where we encounter a 19th-century church and a shrine called Amaghleba (Ascension) on the left (keep your distance, entry is prohibited at both sites, as with all other mountain shrines). The trail then zigzags up the slope, crosses the meadow, and continues its ascent. The path goes above a shepherd's hut, slightly descends, crosses a small ridge, and follows the contour line for about 2 km. It continues through rhododendron bushes and eventually reaches the Saparavis Keli Pass. The trail crosses a path leading to the Iori River Gorge. At the Saparavis Keli Pass, located on the Pshavi ridge, we turn right. From here, the trail becomes quite steep and follows the ridge. The path is barely visible on the rocky massif.The trail reaches the mountain summit, turns right, follows the ridge, and passes two more summits. After the third summit, the trail steeply descends to the right, near Mt. Sashubi. From here, a steep descent continues down the ridge towards the village of Bochakhi. This section of the trail is characterized by difficult terrain and dense vegetation. From Bochakhi, the trail continues, descending first through alpine meadows and then through a forest. The descent ends at the bottom of Charglura Gorge, near the confluence of the Afkhusho River. The trail continues along the left bank of the river, and soon we encounter the first houses of the village of Chargli.

სტატუსი

მარკირებული

საწყისი წერტილი
ბილიკის სირთულე

რთული

ბილიკის სიგრძე

26.7 კმ

  • კომენტარები ჯერ არ არის.
  • შეფასების დამატება