სტატუსი
მარკირებული
ბილიკი იწყება სოფელი ხომის ზედა ნაწილში, გადის მინდვრებზე, სადაც მარცხნივ ვხვდებით მე-19 საუკუნის ეკლესიის ნანგრევს (შესვლა აკრძალულია, როგორც ყველა სხვა მთის სალოცავში). ბილიკი ზიგზაგებით ადის ფერდობზე და აგრძელებს აღმართს. აღწევს საპარავის ყელის უღელტეხილს ,საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება. აქვე ახლოს არის გზაჯვარედინი, სადაც გადავკვეთთ ივრის ხეობისკენ მიმავალ ბილიკს. მარშრუტი მცირე ქედს მიუყვება დაახლოებით 2 კმ მანძილზე და მალევე შევხვდებით პატარა ნაკადულს. შემდეგ კი გადის დეკის ბუჩქების გავლით, კემპინგის შესაფერის ადგილს.
აქედან ბილიკი ციცაბო აღმართზე მიუყვება და მისელურის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებს უვლის . აქედან ბილიკი ადის ჭიჩოს მთაზე (3076 მ.), რომლის მწვერვალზე პატარა ბეტონის და ხის ნაგებობა დგას. ბილიკი გრძელდება ქედის გასწვრივ მთა მთაწმინდაზე (3003 მ.). შემდეგ ბილიკი მკვეთრად ეშვება ცოდვიანი ტბისკენ, რომლის მახლობლად იდეალური ადგილია კემპინგისთვის. ბილიკი ტბის ირგვლივ განლაგებულ კლდოვან მაღლობს კვეთს, ჩამოდის დაბლა და გაივლის პატარა ნაკადულებს. შემდეგ ბილიკი მკვეთრად ეშვება მდინარის ნაკადულთან. წყლის გადაკვეთა ხიდის გარეშე ხდება და მაღალი ბალახებითაა დაფარული. როდესაც ბილიკი ახადის სოფელს უახლოვდება, გზა ფერდობს მიუყვება, მარჯვენა მხარეს კი ჩანს ლაგვჩის სალოცავი.
The trail begins in the upper part of Khomi Village, passing through meadows where we encounter the ruins of a 19th-century church on the left (entry is prohibited, as with all other mountain shrines). The trail zigzags up the slope and continues its ascent. It reaches the Saparavis Keli Pass, from where spectacular views open up. Nearby, there is a crossroads where we cross a path leading to the Iori River Gorge. The route follows a small ridge for about 2 km, and soon we encounter a small stream. It then passes through rhododendron bushes and leads to a suitable camping spot.From here, the trail ascends steeply, passing along the southeastern slopes of Mt. Miseluri. The trail then climbs to Mt. Chicho (3,076 m), where a small concrete and wooden structure stands on the summit. The path continues along the ridge towards Mtatsminda (3,003 m). The trail then sharply descends towards Tsodviani Tba (Sin Lake), where there is an ideal campsite nearby. The trail crosses rocky heights around the lake, descends, and passes small streams. It then sharply descends to a river stream. The water crossing is without a bridge and is covered with tall grass. As the trail approaches the village, it follows the slope, with Lagvchis Shrine visible on the right.
მარკირებული
Boltaña, Sobrarbe, Huesca, Aragon, Spain
რთული
30 კმ
შეფასების დამატება