არაგვის დაცული ლანდშაფტის ხედვა და მიზნები


ხედვა

არაგვის დაცული ლანდშაფტი არის საქართველოს მიმზიდველი რეგიონი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მგდრადი აქტივობები შენარჩუნებული და მხარდაჭერილია, რათა მოხდეს ბუნებრივი ღირებულებების, დამახასიათებელი ლანდშაფტის  და  ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნება.

არაგვის დაცული ლანდშაფტი ხიბლავს ხალხს მისი ბუნებრივი სილამაზით, ადგილობრივი ტრადიციებით, მდგრადი ტურიზმის და ეკო-განათლების პოტენციალით.


მიზნები

 -  დაიცვას უნიკალური ლანდშაფტი განსაკუთრებულ ბუნებრივ, ლანდშაფტურ და კულტურულ მახასიათბელბთან ერთად.
-  ხელი შეუწყოს მიმდებარე ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი ღირებულებების დაცვას.
-  ხელი შეუწყოს ისეთ ტრადიციულ საქმიანობებს - განსაკუთრებით მდგრად ძოვებას - რაც ინარჩუნებს დამახიასეთებელი ლანდშაფტის თავისებურებებს.
- ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი საარსებო წყაროს, ტრადიციებისა და ადათ-წესების შენარჩუნებას.
- დაცივას ეროვნული და რეგიონული მნიშვნელობის წმინდა ადგილები (არსებული რიტუალების ჩათვლით)
- უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარება
- ხელმისაწვდომი გახადოს მდგრადი ტურიზმი, რომელსაც ხალხი უჭერს მხარს და წარმოადგენს მათი შემოსავლის წყაროს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ბუნება-მეგობრულ“ აქტივობებს (ეკო-ტურიზმი).
-  დაიცვას იშვიათი და საფრთხის ქვეშ მყოფი ჰაბიტატები და სახეობები, წითელი ნუსხის სახეობის ჩათვლით.
- უზრუნველყოს ახლო თანამშრომლობა არაგვის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში მოქცეულ სამ რეგიონს შორის - ფშავი, ხევსურეთი და გუდამაყარი.
-  ხელი შეუწყოს ადგილობრივი თემების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ თანამშრომლობას
   ყველა დაინტერესებულ მხარესთან
- განავითაროს და განახორციელოს ბიომრავალფეროვნების საბაზისო აღრიცხვა და მონიტორინგის აქტივობები.
-  უზრუნველყოს ეკო-საგანმანათლებლო აქტივობები ფართო აუდიტორიისთვის.