არაგვის დაცული ლანდშაფტის ოფიციალური ვებ-გვერდი - თქვენი ონლაინ მეგზური ახალად დაარსებულ დაცულ ტერიტორიაზე

არაგვის დაცული ლანდშაფტი

არაგვის დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს ახლად დაარსებულ დაცულ ტერიტორიას, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 16 სექტემბერს „არაგვის დაცული ლანდშაფის დაარსებისა და მართვის შესახებ კანონის“(N. 7102-I) საფუძველზე და ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ლი იანვრიდან. მისი საერთო ფართობი შეადგენს 99 802 ჰექტარს და რომლის მიხედვითაც ის არის ყველაზე დიდი ფართობის მქონე დაცული ლანდშაფტი საქართველოში.

ეს ვებ-გვერდი შექმნილია პროექტის ფარგლებში - „არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა“ (no: GE-2018-022-FO-43040/4‘), რომელიც მხარდაჭრილია ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მიერ. პროექტის ერთ-ერთი მიზანია ვებ-გვერდის დაარსება, რომელიც წარმოადგენს არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მიერ ინფორმაციის მიწოდების წყაროს მოსახლეობისთვის და ვიზიტორებისთვის, აგრეთვე მიმდინარე პროექტებისა და მათი შედეგების შესახებ სიახლეების გაზიარების საშუალებას.

ამჟამად ვებ- გვერდს მართავს არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია.

Cultural-creative events

Historical-cultural monuments