ინფორმაცია ვიზიტორებისთვის

არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს ორ გეოგრაფიულ რეგიონს - ფშავ-ხევსურეთის სამხრეთ ნაწილს (არაგვის დაცული ლანდშაფტის მთლიანი ფართობის 78%) და გუდამაყარს (დანარჩენი ფართობი დაცული ლანდშაფტის დასავლეთ საზღვრის მიმდებარედ). ის მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, 840-3842 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, ხოლო მთლიანი დაცული ლანდშაფტის ტერიტორია მოქცეულია მდინარე არაგვის წყალშემკრებ აუზში.
ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე. მისი საერთო ფართობი შეადგენს 1600 კმ2 (მათ შორის ფშავი - 560 კმ2, ხევსურეთი - 1040 კმ2). პირაქეთა ხევსურეთი (არაგვის ხეობის ხევსურეთი) მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ხოლო ფშავი მდებარეობს პირაქეთა ხევსურეთის სამხრეთით, ფშავის არაგვის ხეობაში.

ფშავ-ხევსურეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება თუშეთი, ჩრდილოეთით - ჩეჩნეთი და ინგუშეთი (რუსეთის ფედერაცია), დასავლეთით - მთიულეთ-გუდამაყარი, სამხრეთით - მთიულეთი. ფშავ-ხევსურეთი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გარშემორტყმულია მთიანი ქედებით. კიდეგანას ქედი, ჭაუხის მასივი, გუდამაყარი და ალევის ქედი განფენილია დასავლეთით. მუცო, აწუნთას ქედი, ბორბალოს მთა და კახეთის ქედი განფენილია აღმოსავლეთით. რეგიონი ხასიათდება საშუალო და მაღალი მთის ლანდშაფტით რომელიც მოიცავს მთის ტყეს, სუბალპურ, ალპურ, სუბნივალურ და ნივალურ ზონებს.
გუდამაყარი მოიცავს შედარებით მცირე ტერიტორიას, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება ფშავ-ხევსურეთი (გამოყოფილია გუდამაყრის ქედით), სამხრეთ-დასავლეთით მთიულეთი და ჩრდილო-დასავლეთით ხევი. მისი ლანდშაფტი წააგავს ფშავ-ხევსურეთის ლანდშაფტს.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით ფშავ-ხევსურეთი და გუდამაყარი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. იგი მოიცავს ხევსურეთის, მაღაროსკარის, უკანაფშავის და გუდამაყრის თემებს.

ტურისტული ბილიკები

ამჟამად არეალის ტურისტული ინფრასტრუქტურა არის განვითარების პროცესში. მიუხედავად იმისა რომ არსებობს რამოდენიმე მარკირებული სალაშქრო ბილიკი,  ბილიკების მთლიანი სისტემა არ არის დაკავშირებული და მუდმივად მოვლილი. ამავდროულად თქვენ შეიძლება ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული ბმულებით არსებული ბილიკების შესახებ ინფორმაციის მისაღებად:

https://www.caucasus-trekking.com
https://experiencecaucasus.com/en/tourist-routes/

ქცევის წესები და რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის

სანამ ესტუმრებით არაგვის დაცულ ლანდშაფტში, გთხოვთ შეამოწმოთ ზონირების რუკა და შეადაროთ თქვენს მოგზაურობის მარშრუტს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს საერთო მიზანს წარმოადგენს არეალის მიმზიდველი ბუნებით ტკბობა და მისი კარგი მდგომარეობის შენარჩუნება.


ტრანსპორტი

ტრანსპორტი არაგვის დაცული ლანდშაფტის მიმართულებით (ფშავი, ხევსურეთი, გუდამაყარი) ჩერდება დიდუბის მთავარ ავტოსადგურში (ე.წ. ოკრიბა). დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ დიდუბის ავტოსადურს ან დაუკავშირდეთ მის ადმინისტრაციას.

 

 სასტუმროები

  ბარისახო:

ქეთი გოგოჭური, სოფელი ატაბე, 595 80 71 33

თინა არაბული, სოფელი როშკა, 598 72 32 20

თამილა გუთანაიძე, სოფელი როშკა, 595 85 77 38

მარინა გიგაური, სოფელი კორშა, 599 47 22 05

ნინო გოგინაშვილი, სოფელი კორშა, 555 59 51 54

ნანა წიკლაური, სოფელი კორშა, 599 52 99 44

ლამარა არაბული, სოფელი ბარისახო, 599 49 18 22

გია არაბული, სოფელი ბარისახო, 598 39 90 46

ნანუკა არაბული, სოფელი ჩირდილი, 599 20 89 45

 

გუდამაყარი:

გელა ბექაური, სოფელი თორელაანი, 593 46 76 67

გოჩა ბექაური, სოფელი გამსი, 557 18 27 24

ლუკა ბექაური, სოფელი ბაკურხევი, 577 03 37 17

გიორგი ფიცხელაური, 577 37 41 53

 

უკანაფშავი:

მანანა მგელაშვილი, თხილიანა, 595 73 1 04

ირმა ცქიფაშვილი,  თხილიანა,  595 25 32 69

ზაზა ქოჩაშვილი, შუაფხო, 595 25 86 15

გოდერძი ქოჩაშვილი, შუაფხო, 595 25 75 49

თამარ ჩოხელი, შუაფხო, 595 50 27 37

სუმელჯი თვარელაშვილი, 599 34 89 66

თეკლე ხიბლაშვილი, ზარისჭალა, 598 75 12 72

მზია წელაური, 599 06 26 37

ვაჟა ჯაბანიშვილი, 591 01 02 01

ტარიელ ცოკილაური, 599 93 24 66

 

მაღაროსკარი:

ბესო წოწკოლაური, 599 18 88 83

ბესო სუარიშვილი, 597 01 35 00

ვაჟა წოწკოლაური, 595 15 61 84

გია გოგნელაშვილი, 595 36 64 40

მარი რაზიკაშვილი, ჩარგალი, 591 02 37 82

მაია ხუზაურაშვილი, 555 25 61 86

იურა კაიშაური, ხომი, 593 98 45 61

ტარიელ უძილაური, 599 01 96 57

მარიამ რაზიკაშვილი, ჩარგალი, 595 31 99 64

ამირან ზურაშვილი, ჩარგალი, 595 16 62 24

ირაკლი ბაიაშვილი, ჩარგალი, 595 35 30 57

თამილა ჩოხელი, კაწალხევი, 551 58 98 96