პროექტები

პროექტი „არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა“ (N: GE-2018-022-FO-43040/4‘), რომელიც მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მიერ, არის დაცული ლანდშაფტის დაარსებაზე პირდაპირ ორიენტირებული პირველი პროექტი შემდეგი მიზნებით:

1)    ტერიტორიის მართვის გეგმის შემუშავება;
2)    ზონირების გეგმის მომზადება;
3)    ახლად დაარსებული არაგვის დაცული ლანდშაფტის შესაძლებლობების განვიტარება (მართვის მოდელის შემუშავება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და პერსონალისთვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება და ა.შ.);
4)    სპეციფიკური მეთოდოლოგიების და საბაზისო სწავლებების უზრუნველყოფა ადმინისტსრაციის სამომავლო საქმიანობისთვის (მაგ. ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია არაგვის არეალისთვის არქიტექტურის წესების განსაზღვრის ჩათვლით, და ა.შ);

გარდა ამისა, პროექტის აქტივობები ასევე დაკავშირებულია არეალის ტურისტური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან.

პროექტი „ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის ეროვნული პარკების მთის თავშესაფრებისა და მდგრადი ვიზიტორთა ბილიკების დეტალური პროექტირება და მშენებლობის ზედამხედველობა“ დაფინანსებულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მესამე რეგიონული განვითარების პროექტის (RDP3) ფარგლებში, რომელიც დაფინასებულია მსოფლიო ბანკის ჯგუფისა და საქართველოს მთავრობის მიერ.

პროექტის ამოცანაა დაეხმაროს საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს არსებული მდგრადი სალაშქრო ბილიკების ქსელის და თავშესაფრების განვითარებაში (საკარვე ადგილები და მრავალფეროვანი ქოხები) რომ მოხდეს ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცული ლანდშაფტების დაკავშირება დიდი კავკასიონის მთების გასწვრივ.

პროექტის საზღვრები მოიცავს ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, სადაც საკვლევი დერეფნის სიგრძე შეადგენს 350 კილომეტრს (საკვლევი დერეფნის სიგრძე არ ემთხვევა დაგეგმილი ბილიკების სიგრძეს და საბოლოო პროექტირება მოხდება მხოლოდ საკვლევ დერეფნის შერჩეული მონაკვეთებისთვის). სამუშაოს სავარაუდო მოცულობა შეადგენს ყაზბეგის, თუშეთის, და ფშავ-ხევსურეთის მდგრადი ვიზიტორთა ბილიკების  და მთის ქოხების განვითარებას და დაკავშირებას. ამ მთლიანი სამუშაოს სავარაუდო მოცულობა შეადგენს 2,500,000 აშშ. დოლარს.
საკონტაქტო პირი: სოფიკო კენკებაშვილი
ელ. ფოსტა: sopo@geographic.ge