ისტორიულ კულტურული ძეგლები

საერო არქიტექტურა
არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, საერო არქიტექტურის ძეგლები წარმოდგენილია ტრადიციული სივრცული სტრუქტურის მქონე დასახლებებში მდებარე საცხოვრებელი სახლებით, სამეურნეო შენობებით და თავდაცვითი ნაგებობებით (კოშკები და ციხეები).

ამ ტერიტორიაზე, მის მეზობლად მდებარე პირიქითა ხევსურეთის და თუშეთის რეგიონებისგან განსხვავებით, არ არის შემონახული მთლიანი ციხე-სოფლების კომპლექსი (სადაც თითოეულ სახლს ქონდა საკუთარი თავდაცვითი ნაგებობა). თუმცა ჯერ კიდევ არის ბევრი სოფელი, სადაც კარგ მდგომარეობაშია შემორჩენილი მთავარი ციხე, რომელიც წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას მთელი სოფლისთვის (მაგ. სოფ. მუქო ფშავში, ბაცალიგო და ხახმატი პირაქეთა ხევსურეთში, მაყართა გუდამაყარში). ფშავის ქვემოთა ნაწილში (ამ ხეობის ცენტრალური ნაწილის გარეთ)  აგრეთვე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხე-კომპლექსები (გომეწრის ახლოს მდებარე სიმაგრეულის და ყელყვითლას ციხეები).

სამივე რეგიონში, ტრადიციული საცხოვრებელი სახლებისთვის მეტწილად დამახასიათებელი იყო მიწის მოსწორებული იატაკი, გარკვეული სივრცე ცეცხლის ასანთებად და ღია საკვამური. ამ ტიპის რამოდენიმე ნაგებობა, მრავალფეროვანი გადაკეთებებით, შემორჩენილია მთლიანი არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე (ყველაზე კარგად შემონახული სახლი არის ზემო ბარისახოში, სხვა მაგალითები ასევე ცნობილია უკანაფშავში, ხევსურეთში - გუდანში და ხახმატში  და გუდამაყარში - ათნოხში).

რაც შეეხება სხვა შენობებს, უნდა აღინიშნოს ტრადიციული წისქვილები (მაგ. ხევსურეთში, სოფ. დათვისში) და აგრეთვე ძველი გზების ნარჩენები (მნიშნელოვანია ძველი „ქართული სამხედრო გზა“ ბურსაჭირის ზემოთ, გუდამაყარში). არ უნდა გამოგვრჩეს ბევრი მიტოვებული სოფელი და არქეოლოგიური ნაკვეთი რომელიც მდებარეობს მთლიანი არაგვის დაცულის ლანდშაფტის ტერიტორიაზე (მტკვარ-არაქსის კულტურით დაწყებული).

ფშავში არის უდიდესი ნიშვნელობის მემორიალი - ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეომი, პოეტისა, რომელიც იყო მე-19 საუკუნის უდიდესი კლასიკოსი და რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა მშობლიურ სოფელ ჩარგალში. ამჟამად სოფ. ჩოხში (გუდამაყარი) შენდება პროზაიკოსი მწერლის - გოდერძი ჩოხელის - ანალოგური მემორიალური სახლ-მუზეომი.
აღნიშნული ობიექტების ნაწილი დაცულია როგორც ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მათ შენარჩუნება-აღდგენაზე პასუხისმგებელია ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო.

წმინდა ადგილები (ხატ-სალოცავები)
არაგვის დაცული ლანდშაფტის შემადგენელ სამივე რეგიონში ხატ-სალოცავები წარმოადგენს რელიგიური ცხოვრების მნიშნელოვან ნაწილს. ისინი განლაგებულია სოფლებში ან მათ სიახლოვეს, თუმცა აგრეთვე გვხვდება ღია ლანდშაფტში. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მგრძნობიარეა ამ ადგილებში არასათანადო/შემაწუხებელი ქცევის მიმართ. ტრადიციულად, ხატ-სალოცავები ემსახურებოდა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთის სინკრეტულ კულტს, რაც საერთო იყო სხვა სუბ-ეთნიკურ და ეთნიკურ ჯგუფებისთვისაც, კერძოდ კი თუშებისთვის და ასევე ჩეჩენ-ინგუშებისთვის (ისლამის მიღებამდე). მეცნიერები თანხმდებიან რომ ფაქტობრივად ეს არის ევროპაში ქრისტიანობამდე არსებული რელიგიური სისტემის უკანასკნელი გადმონაშთი. სისტემა, გარდა deus otiosus-სა (მორიგე ღმერთი) და ადგილობრივი გმირული ღვთაებებისა, ასევე შედგება ბევრი ქრისტიანული წმინდანისა და ცნებისგან. მეცნიერებს შორის დავის საგანს წარმოადგენს ქრისტიანული ელემენტები ნაკლებ მნიშვნელოვანია თუ შედარებით წამყვანი როლი უკავიათ.
მნიშვნელოვანი ფაქტია რომ ისტორიული ფხოვი (ფშავი და პირაქეთა ხევსურეთი) წარმოადგენს ამ რწმენის ცენტრს, საიდანაც ის გავრცელდა სხვა რეგიონებში (მაგ. გუდამაყარსა და თუშეთში). სინამდვილეში, აღნიშნული რწმენის  ყველა ძირითადი ხატ-სალოცავი (და მათთან დაკავშირებული ღვთაება) მდებარეობს ფშავში - ლაშარი და ტამარ ღელე (ხოშარის ახლოს), კოპალა (უძილაურთის ახლოს), იახსარი (შუაფხოში), პირქუში (ახადში). პირაქეთა ხევსურეთსა და გუდამაყარში უნდა აღინიშნოს გუდანის ჯვარი (გუდანში) და პირიმზე-ფუძის ანგელოზი (ჩოხში) შესაბამისად.


დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ხატის ტყეები ჯერ კიდევ არსებობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ხატის ტყეები სინამდვილეში წარმოადგენს „მარაგებს“ , რომელიც შექმნილი და დაცულია რელიგიური განსჯის საფუძველზე. ისინი წარმოადგენს ტყის რესურსების ეფექტური და მდგრადი გამოყენების კარგ მაგალითს. ისინი თითქმის ხელუხლებელია და ხშირად გამოირჩევიან მაღალი ესტეტიკური ღირებულებით და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. ხატის ტყეები შეიძლება იყოს მაგალითი, რომელმაც სრულად ან დიდი ხნის მანძილზე აირიდა ადამიანის მიერ რაიმე ტიპის ზეგავლენა.


მეორე მხრივ, ქრისტიანული ეკლესიები არაგვის დაცული ლანდშაფტის მთლიან ტერიტორიაზე სათავეს იღებს მე-19 საუკუნიდან (მაგ. ლუთხუბსა და მაღაროსკარში), ფშავის ქვედა წელში ასევე არის შუა-საუკუნეების დროინდელი ეკლესია (საშუალო ზომის). ბოლო წლებში შესამჩნევია ადგილობრივი მოსახლეობის გადასვლა მართმადიდებელ ქრისტიანობაზე, თუმცა კარგად არის შემონახული უძველეს სალოცავებთან დაკავშირებული ადგილობრივი დღესასწაულები.