ხელსაქმე
ხელსაქმე

ხელსაქმე ოდითგანვე მნიშვნელოვანი იყო მთაში(ფშავი, ხევსურეთი, გუდამაყარი). ცხვარი თითქმის ყველა ოჯახს ყავდა და შესაბამისად მატყლიც თითოეული ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იყო. მატყლს და მატყლის წარმოებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან მთის ხალხისთვის ის საარსებო წყაროს წარმოადგენდა.  მატყლისგან ამზადებდნენ ლოგინს, ართავდნენ, ჩეჩდნენ, ძაფით კი ქსოვდნენ წინდებს, ჯემპრებს, ფარდაგებს, ფლასებს, ხურჯინებს, ჩოხებს და თითქმის ყველა იმ საჭირო აქსესუარს და სამოსს, რაც კი შეიძლებოდა რომ მისგან გაეკეთებინათ. არსებობს ბევრი ნიმუში, რომელიც შემორჩენილია, აგრეთვე ის ინვენტარი, რითიც ამ ყველაფერს აკეთებდნენ...  ახლა კი შემოგთავაზებთ ძაფის დართვას თითისტარით. ფშავი. მაღაროსკარი. ევა(ბაბალე) ბაჩიაშვილი. მატყლისგან დამზადებული ფარტენა(ფთილა) და თითისტარზე დართული ძაფი. შესაბამისად თეთრი ძაფის(ხიფის) შეღებვა ხდებოდა ნატურალური, ბუნებრივი, საღებავებით. 

Historical-cultural monuments