არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია დაარსდა 2021 წლის 4 მარტს. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის დირექტორი. ადმინისტრაციის სტრუქტურა: ადმინისტრაციის განყოფილების უფროსი; დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილების უფროსი; ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი. ადმინისტრაციის განყოფილებაში შედის: ბუღალტერი, შესყიდვების სპეციალისტი და საქმის მწარმოებელი. დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილებაში შედის: ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი, ტურიზმის სპეციალისტი, ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სპეციალისტი. ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილებაში შედის: ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი, სასოფლო-სამეურნეო და ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი, ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და 15 რეინჯერი ( 3 ხევსურეთის ტერიტორიაზე, 3 გუდამაყრის ტერიტორიაზე და 9 ფშავის ტერიტორიაზე) . ჩეხი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული პროექტის გუნდი მხარს უჭერს ამ პროცესს ისეთი ადინისტრაციის სტრუქტურისა და მართვის მოდელის შეთავაზებით, რომელიც ემყარება კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ქვეყნის და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.


საკონტაქტო ინფორმაცია

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა ნარიმანიძე : manana.macaco@gmail.com

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია: aragvisdaculilandshafti@gmail.com

პროექტის გუნდი (პროექტი „ არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის უზრუნველყოფა“
პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი: კახა ბახტაძე – kbakhtadze@gmail.com
პროექტის კოორდინატორი: მიხაელ ჰოშეკი – hosek.michael@gmail.com

ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი - 595 000 241