დასუფთავების აქცია ჩარგალში
დასუფთავების აქცია ჩარგალში

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის განყოფილების უფროსმა, დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილების უფროსმა, ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსმა რეინჯერებთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს დასუფთავების აქცია ჩარგალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.  ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხზე. ამ მიმართულებით, დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების სწორი მართვაა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ უარყოფითი შედეგებისა და საფრთხეების შესახებ, რისი გამოწვევაც შეუძლია საყოფაცხოვრებო თუ სხვა ტიპის, მათ შორის სახიფათო ნარჩენების გარემოში მოხვედრას. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ პასუხისმგებლობა ჩვენი საარსებო გარემოს წინაშე. 

Historical-cultural monuments