ტრენინგი შუაფხოს სკოლაში
ტრენინგი შუაფხოს სკოლაში

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტმა სუაფხოს საჯარო სკოლაში ჩაატარა ტრენინგი თემაზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა.  მოგეხსენებათ რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემონახული სოციალურ-კულტურული ღირებულებები წარმოადგენს არაგვის რეგიონის უნიკალურ მახასიათებელს და საკმაოდ მიმზიდველია ვიზიტორებისთვის.  ფშავლებს, ხევსურებს და გუდამაყრელებს აქვთ ძლიერი კავშირი საკუთარ რეგიონებსა და სოფლებთან; ადგილობრივი თვითმყოფადობა მათი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ეს ასევე ეხება მათ ადათ-წესებს, ტრადიციული ცხოვრების წესს, გარემოსთან მათ კავშირს და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შემორჩენილ ადგილობრივ რელიგიურ სისტემას, რომელიც წარმოდგენილია ხატებით და მათი კულტით. ხატ-სალოცავები ფაქტობრივად არის ძირითადი დამაკავშირებელი რგოლი, რომელსაც სტუმრობენ და ადიდებენ სამივე რეგიონის წარმომადგენლები. 

Historical-cultural monuments