5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა!
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა!

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა! არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორმა, ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსმა, რეინჯერებმა, გუდამაყრის რწმუნებულმა და რწმუნებულის წარმომადგენელმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია გუდამაყარში. დასუფთავდა გუდამაყრის მიმდებარე ტერიტორია და სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი. ასევე დიდი ლოდებისგან გაანთავისუფლეს გზა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day - WED) ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. 2018 წლის ლოზუნგია "პლასტიკის გამოყენების შემცირება" გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. 

Historical-cultural monuments