ტრენინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე
ტრენინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის People In Need- ის დაორგანიზებულ ტრენინგზე იმყოფებოდნენ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი, ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი, დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილების უფროსი და რეინჯერები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე.  ტრენინგის თემები იყო:  დაცული ტერიტორიების მართვა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მაგალითზე;  ეკოსისტემური სერვისები და განახლებადი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება;  ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი;  კანონაღსრულება დაცულ ტერიტორიებზე;  ეკოტურიზმის და ვიზიტორთა მენეჯმენტი;  ბუნების ინტერპრეტაცია - ბუნების შემეცნებით ბილიკზე გასვლა;  ველზე ვიზიტი:დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა: სოფ. მაწიმი - საცხენოსნო ტავლა, მაჭის ციხის ბილიკი; ადგილობრივი ბიზნესი: შატო ყირამალა, მახაშვილის რანჩო, ეკოსოფელი ტყეში, რეზორტი ლაგოდეხის ნაკრძალი;  ტრენერი იყო გიორგი სულამანიძე;  მადლობა ორგანიზატორებს და ლაგოდეხის დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარებისთვის. 

Historical-cultural monuments