პირველადი დახმარების ტრენინგი
პირველადი დახმარების ტრენინგი

პროექტის ,,განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მხარდაჭერა არაგვის დაცული ლანდშაფტის თემებისთვის'' ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე " პირველადი დახმარება". ტრენინგს ესწრებოდნენ: არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეულის ექიმი და ფშავის ადმინისტრაციული ერთეულის ექიმი. პროექტი მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, პროგრამის - ''არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება'' ფარგლებში. პროგრამის თანადამფინანსებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო.  პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ"-ი (PIN) პარტნიორებთან ერთად: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა) იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია და არაგვის თემთა განვითარების ჯგუფი. 

Historical-cultural monuments