ათენგენობა ფშავში.
ათენგენობა ფშავში.

ათენგენობა ფშავში. შუაფხო. იახსრობა. ქისტაურთ თემი. სათემო ხატი მდებარეობს სოფელ შუაფხოს დასახლებული ნაწილიდან დასავლეთით. მთის ფერდობზე. იგი მოიცავს ორი სახელწოდების ტერიტორიას ავისგორსა და ნინახს, რომლებსაც ერთმანეთისგან ჰყოფს პატარა ხევი - ხატისხევა...  იახსრის სალოცავის ერთ-ერთი ცნობილი თავხევისბერი იყო ბიჭურ ბადრიშვილი, შემდეგ იოსებ ელიზბარაშვილი ამჟამად ლაზარე ელიზბარაშვილი ემსახურება ლაღ იახსარს... კოპალასთან ერთად იახსარიც ებრძოდა დევ-კერპებს, ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს ტბაში ჩავარდნილა, რომელიც დევის სისხლით შეიკრა და ვეღარ ამოდიოდა და მაშინ ღვთისშვილთა დახმარებით, რომელთაც უთქვამთ რომ ოთხრქიანი ცხვარი უნდა დაეკლა და მისი სისხლით განებანა იქაურობა მხოლოდ მაშინ შესძლებდა იახსარი ტბიდან ამოსვლას. პროცესი ზუსტად იქნა შესრულებული და ტბა, სადაც სიხლი ჩაასხეს გაიხსნა და იახსარი უვნებელი ამოვიდა. ...და სწორედ ამ თქმულებიდან გამომდინარე დღეს თუ ვინმე შეუთქვამს იახსარში ოთხრქა ცხვარს ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, მიუხედავად იმისა რომ რთულია მსგავსი საკლავის შოვნა.  წყალობა ჰქონდეს მის კარზე მისულ მლოცავს შინაურ ყმათა და სხვა დანარჩენ სტუმრად მოსულებს. დიდება და ძლიერება ლაღ იახსარს და სრულიად ფშავის ხევზე მთა-წვერთ დაბრძანებულ სალოცავებს... 

Historical-cultural monuments