- აღარ ჩავაცმევ ჩემს მოთხრობებს ლამაზ ტანსაცმელს.
- რატომ, სიტყვები შემოგელია?
- არა, მაგრამ როგორი ტანსაცმელიც გუდამაყრელებს აცვიათ, ჩემი მოთხრობებიც ისეთები მინდა, რომ იყვნენ.
- გუდამაყრელებს ლამაზი ტანსაცმელი არ აცვიათ?
- მარტო დღესასწაულებში იცვამენ ლამაზად, სხვა დროს უბრალოდ არიან ჩაცმულნი.
- ადექი და მოთხრობებიც სადღესასწაულოდ მორთე.
- არა, არა, მე მინდა ისეთები დარჩნენ, როგორიც ბუნებრივად არიან, მე მათ არ გავალამზებ. მე მხოლიდ მათ წინ ჩამოფარებულ ბინდისფერ ფარდას გადავწევ და ვისაც რომელი მოთხრობა მოეწონება, ის წაიკითხოს.
- აბა, გადაწიე ე ფარდა.
- ხედავ?
- ვხედავ.
გოდერძი ჩოხელი
მოდი გადავწიოთ ფარდა, ფართოდ გავხსნათ ფანჯრები და გადავიხედოთ... ეს გუდამაყარია, დიდი წიგნივით გადაშლილი გუდამაყარი, სადაც უამრავი ლამაზი მოთხრობაა დაწერილი... გუდამაყარი - პატარა ხეობების განშტოებაზე მყოფი და ცად აზიდული მთების ძირამდე მიკუნჭული...
გუდამაყარი - საოცარი და მშვენიერი თავისი უდრეკი,მიუკარები ხასიათით... გადავშალოთ წიგნი, გადავწიოთ ფარდები და გავაღოთ ფანჯრები....
ფოტოგრაფი: პირიმზე არაგველი