გუდამაყარი, სოფელი ჩოხი
გუდამაყარი, სოფელი ჩოხი

სოფელ ჩოხში დაიბადა ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინო-რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. აქ არის მისი სახლ-მუზეუმი. გოდერძი ჩოხელმა მშობლიური გუდამაყრიდან მიიღო საზრდო, რომელიც შემდეგ განახორციელა ფილმებსა და წიგნებში. მისი თითქმის ყველა ნაწარმოები და ფილმი უზომო სევდითაა გაჯერებული, ყველაფერი რაც კი მან თავისი სიცოცხლის მოკლე პერიოდში შექმნა არის რეალური ცხოვრებიდან აღებული და ხორცშესხმული.  გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს 16 მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმი. ფილმებისთვის მიღებული აქვს ჯილდოები: გრან-პრი ფილმისთვის " ადგილის დედა" ( ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი - 1982 ) "ვერცხლის ნიმფა" - ფილმისთვის "ცოდვის შვილების" გრან-პრი ანაპის ფესიტვალზე " კინოშოკი" ფილმისთვის "სამოთხის გვრიტები" , აგრეთვე პრიზი საუკეთესო სცენარისთვის ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისთვის "ლუკას სახარება"; მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისთვის "ცოდვის შვილები". მისი პირველი წიგნი გამოიცა 1980 წელს სათაურით "წერილი ნაძვებს, წიგნს მიღებული აქვს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია. გოდერძი ჩოხელი იყო კაცი, რომელმაც "ადამიანთა სევდა ყველაზე კარგად იცოდა" ... 

Historical-cultural monuments