საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ვაშლობის ტერიტორიაზე განთავსდა ახალი საინფორმაციო ბანერი, რომლის მიზანია ვიზიტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება დაცული ტერიტორიის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის, მისი დაცვის მნიშვნელობისა და ტერიტორიაზე ქცევის წესების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან არაგვის დაცულ ლანდშაფტს ვაშლობის ხეობაც დაემატა, რაც კიდევ უფრო ზრდის დაცული ტერიტორიის ეკოლოგიურ და ტურისტულ მნიშვნელობას.

აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მდგრადი ტურიზმის განვითარებას, რათა უნიკალური ბუნებრივი გარემო მომავალი თაობებისთვისაც შენარჩუნდეს.