საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტი

ფშავი

გუდამაყარი

ხევსურეთი



ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად, მთიელთ სამშობლო თავისა.

ვაჟა-ფშაველა

სიახლეები

ივნ 19
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ტრენინგის ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყვნენ კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და OSHE Georgia. პროგრამის მიზანია რეინჯერების შესაძლებლობების გაძლიერება, მათთვის კომპლექსური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, რათა დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა უსაფრთხოდ, პასუხისმგებლიანად და სამართლებრივი ნორმების დაცვით განახორციელონ. ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: რეინჯერების უსაფრთხოებას; უსაფრთხო კომუნიკაციას; სამართალდამრღვევებთან ქცევის წესებს; გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებას; ველურ პირობებში გადარჩენის უნარების განვითარებას. […]

ივნ 15
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც არაგვის დაცული ლანდშაფტის მართვისა და განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

შეხვედრაზე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა დაცული ლანდშაფტის მართვის პროცესში არსებული მიღწევები და გამოწვევები. მონაწილეებმა იმსჯელეს არაგვის დაცული ლანდშაფტის ეფექტური მართვის, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და […]

ივნ 10
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა ნინო ბიჩნიგაურმა, უფროს რეინჯერ რაფიელ რუაძესთან ერთად, შუაფხოს საჯარო სკოლაში ჩაატარეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე — „ნარჩენების მართვა“.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ნარჩენების სწორად მართვის მნიშვნელობას, გარემოზე ნარჩენების უარყოფით ზემოქმედებასა და იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას გარემოს დასაცავად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების (Reduce, Reuse, Recycle) პრინციპებს. შეხვედრის ფარგლებში უფროსმა რეინჯერმა რაფიელ რუაძემ მოსწავლეებს ასევე გააცნო რეინჯერის პროფესია და მისი მნიშვნელოვანი როლი დაცული ტერიტორიების მართვასა და […]