დღეს არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებმა ნინო ბიჩნიგაურმა და გიგა ბუჩაშვილმა დუშეთის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით საინტერესო და ინტერაქტიული ტრენინგი ჩაუტარა დუშეთის N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის ახალგაზრდებს, რომელთა ხელმძღვანელია მარინა კახიშვილი. ბავშვებმა გაიგეს მეტი ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე, არაგვის უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ და ასევე თავადაც ჩაერთვნენ საგანმანათლებლო აქტივობებში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა კარგად იცნობდეს და აფასებდეს ბუნებრივ მემკვიდრეობას. ასეთ შეხვედრებს სასკოლო ასაკიდანვე წვლილი შეაქვს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.
გმადლობთ თითოეულ ბავშვს აქტიური მონაწილეობისთვის და მასწავლებელს თანამშრომლობისთვის!

