3 ივლიის დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოხდა არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა.
მენეჯმენტის გეგმის მიზანია, განსაზღვროს დაცული ლანდშაფტისთვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები, რაც მიიღწევა პასუხისმგებელი ორგანოების მიერ დაგეგმვის და კონკრეტული აქტივობების განხორციელების შედეგად განსაზღვრული დროის განმავლობაში. წინამდებარე მენეჯმენტის გეგმის ძალაში ყოფნის პერიოდში მისი შედეგების მიღწევა მიზნად უნდა დაისახოს პასუხისმგებელმა უწყებამ – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციამ.
არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმა მომზადებულია 9-წლიანი პერიოდისთვის და ძალაშია მისი დამტკიცების შემდეგ.
მენჯემენტის გეგმის განხილვას ესწრებოდნენ:
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე: ოთარ ჩხეიძე
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი და თანამშრომლები.
კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამების მენეჯერი: ლევან თაბუნიძე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ლიკა გიორგაძე
დაცული ტერიტორიების პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი: თეონა ქარჩავა და ამავე სამმართველოს პირველი კატეგორიის სპეციალისტი სალომე ნოზაძე
დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის, ბარისახოსა და გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები: თამარ ღურბელაშვილი, გია არაბული, თამაზი ბექაური
არაგვის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის პრეზენტაცია წარადგინა, ამავე ადმინისტრაციის სპეციალისტმა ნინო ბიჩნიგაურმა.
მენეჯმენტის გეგმის განხილვამ ჩაიარა წარმატებით, იყო რამდენიმე კითხვა, რასაც ამომწურავი პასუხი გაეცა.
