არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილების უფროსმა, გიგა ბუჩაშვილმა
, საინტერესო და შემეცნებითი დღე მოუწყო ორგანიზაცია People in Need-ის ბანაკის ბავშვებს
.
დღის პირველი ნაწილი დაუვიწყარი მოგზაურობა იყო ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში
, სადაც ბავშვებმა შეძლეს უფრო ახლოს გაცნობოდნენ დიდ ქართველ მწერალს
, მისი ცხოვრებისეულ ისტორიებსა და იმ გარემოს, სადაც იქმნებოდა მისი უკვდავი ლექსები და პოემები
. მუზეუმის ატმოსფერომ ბავშვებში გააღვიძა ინტერესიც
და პატივისცემაც
საკუთარი კულტურული მემკვიდრეობისადმი.
მოგზაურობა ამით არ დასრულებულა — გიგა ბუჩაშვილმა ბავშვებს აჩვენა, როგორ ყენდება ფოტოხაფანგები
ველურ ბუნებაში
, რა მიზანს ემსახურება ისინი და რა სიზუსტით აფიქსირებენ ცხოველთა გადაადგილებას
. ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს მონტაჟის პროცესი
, ისწავლეს როგორ უნდა მოიძებნოს ისინი ბუნებაში
, და ბოლოს — ეკრანებზე იხილეს უნიკალური კადრები
, სადაც ველური ბუნების მკვიდრნი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩანდნენ ![]()
.
დღემ ბავშვებს არა მხოლოდ ახალი ცოდნა
და გამოცდილება მოუტანა, არამედ მათში გაზარდა სიყვარულიც
და მზრუნველობაც გარემოსა და ბუნების მიმართ
.
ბუნების დაცვა იწყება ცოდნითა და გულით. ![]()

