საიტის ლოგო

არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე კერძოდ ხომში 17-18 ნოემბერს 5 ჰექტარზე დაფიქსირდა ხანძარი.

არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მოგიწოდებთ მაქსიმალური ყურადღებისკენ და გთხოვთ რომ გავუფრთხილდეთ გარემოს!