საიტის ლოგო

გუდამაყარი. ლუთხუბი. ლუთხუბის ღვთისმშობლის ტაძარი.

ტაძარი აგებულია გვიანი შუასაუკუნეების მცირე ტაძრის ადგილას მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდში.როგორც ირკვევა აქ შესასვლელი არის გაუქმებული, რადგან თავისი აქტუალობა დაკარგა იმის გამო, რომ აქ უნდა აშენებულიყო საკურთხეველი.(ანუ უნდა დაცულიყო კანონიკე.)იქვე ყოფილა კოშკი, სადაც მართლმადიდებლური მსახურება აღევლინებოდა. ეს მსახურება მე-19 სკ.დან წყდება…

დღეს ამ ტაძარში წინამძღვარი არის მამა სერაფანე წიკლაური. არსებობს ასეთი ამბავიც ამ ტაძართან მიმართებაში: ყოფილა შეყვარებული ქალ-ვაჟი მათ თავიანთი უჩუმარი სიყვარული, სწორედ ამ ტაძარში ყოფნისას გაუმხელიათ ერთმნეთისთვის…შემდეგ დაქორწინებულან და შეუქმნიათ მტკიცე, ბედნიერი, ტრადიციული ოჯახი”…

საუკეთესოა ტურისტული მნიშვნელობისთვის არამარტო ეს ტაძარი, არამედ ლუთხუბის ციხეც, გმოქვაბული, დევის ჩანჩქერი და სხვა სანახაობები…

ასევე სოფელს აქვს ადგილის დედის სალოცავი.