საიტის ლოგო

დასკვნითი შეხვედრა პროექტის „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში (2021-2024)“ ფარგლებში.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ვიზიტორთა ცენტრში გაიმართა დასკვნითი შეხვედრა პროექტის „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში (2021-2024)“ ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობდა სამი დღე, რაც მოიცავდა არაგვის დაცული ლანდშაფტის ტყეების სპეციალური გამოკვლევის მასალების პრაქტიკული გამოყენება.

შეხვედრის პირველ დღეს განხილული იყო შემდეგი საკითხები:

ტყის სპეციალური გამოკვლევის მასალების შექმნის კონტექსტი – კავშირი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტთან, მნიშვნელობა არაგვის დაცული ლანდშაფტისთვის;

ტყის სპეციალური გამოკვლევის კავშირი კანონმდებლობასთან;

ტყის სპეციალური გამოკვლევის მიზნები: ტყის ეფექტური და ბუნებრივთან მიახლოვებული მართვა, კონსერვაცია და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა;

ტყის სპეციალური გამოკვლევის სტრუქტურა – ტყეების კატეგორიები, განვითარების ტიპები, კორომის ტიპები, ტყეების განაწილება, მართვის სახელმძღვანელოს პრინციპები, ტყის ინვენეტარიზაციის შედეგები, ტყის მართვის ღონისძიებების დაგეგმვა;

დარუკების შედეგები;

ტყის ცვლადების დამუშავების თანამედროვე მეთოდები;

ხოლო შემდეგი ორი დღე იყო საველე გასვლები, სადაც მოხდა აღნიშნული საკითხების პრაქტიკულად გავლა.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი ცაბაძე.

პროექტი დაფინანსებული და მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ. არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მათ გაწეული მხარდაჭერისა და შრომისთვის.