საიტის ლოგო

ინფორმაცია ვიზიტორებისთვის

არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს ორ გეოგრაფიულ რეგიონს – ფშავ-ხევსურეთის სამხრეთ ნაწილს (დაახლოებით 78% დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის) და გუდამაყარს (დანარჩენი დაცული ლანდშაფტი მის დასავლეთ საზღვარზე). მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, სიმაღლეზე 840–3842 მ, ჩრდილოეთით ესაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს და მთელი დაცული ლანდშაფტი მდებარეობს მდინარე არაგვის აუზში.

ფშავ-ხევსურეთი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში დიდი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე. მისი ფართობი შეადგენს 1600 კმ², მათ შორის ფშავი (560 კმ²) და ხევსურეთი (1040 კმ²). პირაქეთა/შიდა ხევსურეთი (ხევსურეთის არაგვის ხეობა) მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ხოლო ფშავი – ფშავის არაგვის ხეობაში პირაქეთა ხევსურეთის სამხრეთით.

ფშავ-ხევსურეთი აღმოსავლეთით ესაზღვრება თუშეთს, ჩრდილოეთით – ჩეჩნეთსა და ინგუშეთს (რუსეთის ფედერაციაში), დასავლეთით – ხევსა და მთიულეთ-გუდამაყარს, ხოლო სამხრეთით – მთიულეთს.

ფშავ-ხევსურეთი გარშემორტყმულია მთათა ქედებით აღმოსავლეთით და დასავლეთით. კიდეგანის ქედი, ჩაუხის მასივი, გუდამაყრისა და ალევის ქედები მდებარეობს დასავლეთით. მუცო, აწუნტის ქედი, ბორბალოს მთა და კახეთის ქედი მდებარეობს აღმოსავლეთით. რეგიონი ხასიათდება საშუალო და მაღალმთიანი ლანდშაფტით და მოიცავს მთის ტყის, სუბალპურ, ალპურ, სუბნივალურ და ნივალურ ზონებს.

გუდამაყრის რეგიონი არის ვიწრო ტერიტორია, მოქცეული ფშავ-ხევსურეთს შორის აღმოსავლეთით (გამოყოფილი გუდამაყრის ქედით), მთიულეთს შორის სამხრეთ-დასავლეთით და ხევს შორის ჩრდილო-დასავლეთით. მისი ლანდშაფტის ხასიათი მსგავსია ზემოთ აღწერილისა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, როგორც ფშავ-ხევსურეთის სამხრეთი ნაწილი, ასევე გუდამაყარი შედის დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და მოიცავს ხევსურეთის, მაღაროსკარის, უკანაფშავისა და გუდამაყრის თემებს.

წესები და რეკომენდაციები 

არაგვის დაცულ ლანდშაფტში ვიზიტამდე, გთხოვთ, შეამოწმოთ ზონირება და შეადაროთ იგი თქვენს მარშრუტს. გვჯერა, რომ ჩვენი საერთო მიზანია ტერიტორიის სილამაზით ტკბობა და ასევე მისი კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება სხვებისთვის.

ტრანსპორტი

ტრანსპორტი (მიკროავტობუსი) არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისკენ (ფშავში, ხევსურეთსა და გუდამაყარში) ხელმისაწვდომია დიდუბის მთავარი ავტოსადგურიდან (ოქრიბა). მიკროავტობუსების განრიგის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ადმინისტრაციას.