არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით ჩატარდა ორ დღიანი ტრენინგი თემაზე: ეფექტიანი კომუნიკაცია (კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტები ), კონფლიქტის მართვა , მედიაცია
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებმა შეძლონ საქმიანი კომუნიკაციის ეფექტურად მართვა , კონფლიქტური სიტუაციის მართვა , პრობლემურ სიტუაციებში შესაბამისი ქცევის სტრატეგიების , ალტერნატიული გადაწყვეტის ძირითადი პრინციპების შერჩევის და გამოყენების გზით . მედიაციის მნიშვნელობის აღქმა და შესაბამის ქცევით სტრატეგიებში მედიაციის ძირითადი პრინციპების ინტეგრირება. ასევე:
კონფლიქტის განმარტება – დადებითი და უარყოფითი მხარეები
კონფლიქტის განვითარების ფაქტორები
კონფლიქტის ესკალაცია
კონფლიქტის დეესკალაციის პრინციპები
კონფლიქტის მოგვარება
პოზიცია და ინტერესები
კონფლიქტის ალტერნატიული გადაწყვეტა
ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების პოვნა
სუბიექტური ,,რეალობა“
კონფლიქტის წყაროები და ტიპები
ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციაში
პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტის პრინციპები
ძალადობის პირამიდა
კონფლიქტის მოგვარება და კულტურა
კომუნიკაციის ძირითადი ტექნიკები და მეთოდები
კომუნიკაციის ბარიერები და მათი მართვის ტექნიკები
ემოციის და აღქმის თავისებურებები
რთული კომუნიკაციის ფსიქოლოგიური სტიმულატორები და მათი მართა
NVC – არაძალადობრივი კომუნიკაციის მოდელი
სწორი უკუკუავშირის და ინფორმაცის სწორად მიწოდების ტექნიკები
მედიაცია: როლი და მნიშვნელობა
მედიაციის ტექნიკები და ესკალაციის ფაზები
ქარბორბალას პრონციპი
ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილეები შეძლებენ :
კონფლიქტის დადებითი და უარყოფითი მხარეების გამიჯვნას
კონფლიქტის განვითარების ეტაპების ამოცნობას და შეფასებას
გაანალიზებენ კონფლიქტის წყაროებსა და ტიპებს
შეარჩევენ შესაბამის სტრატეგიას პრობლემური სიტუაციის მართვის მიზნით
დააიდენტიფიცირებენ კომუნიკაციის ბარიერებს და ძეძლებემ შესაბამისად მართონ ურთიერთობის პროცესს
შეძლებენ კომუნიკაციის ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპების და მეთოდების დაცვას საქმიანი კომუნიკაციის პროცესში , რაც დაეხმარება ორივე მხარეს ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
, შედეგად კი რაციონალური გადაწყეტილების მიღებას უზრუნველყოფს
გაეცნობიან მედიაციის მეთოდებს და შეძლებენ პაქტიკაშ განახორციელონ აღნიშნული
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის კავკასიის ბუნების ფონდს მუდმივი მხარდაჭერისთვის
