არაგვის დაცული ლანდშაფტის ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო ბიჩნიგაური ეწვია ბარისახოს საჯარო სკოლას, სადაც მოსწავლეებს ჩაუტარა საინფორმაციო პრეზენტაცია ტყის და მისი მნიშვნელობის შესახებ.
ვისაუბრეთ:
• ტყის ეკოსისტემურ როლზე
• ბიომრავალფეროვნების დაცვაზე
• ტყის სარგებელზე კლიმატის ცვლილების კონტექსტში
• და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა ხელი შევუწყოთ ტყის დაცვასა და შენარჩუნებას.
მადლობა სკოლის დირექციას და მოტივირებულ მოსწავლეებს თბილი მიღებისა და ჩართულობისთვის!
ჩვენი მიზანია ცოდნის გაზიარებით შევქმნათ მომავალი თაობა, რომელიც გაუფრთხილდება ბუნებრივ მემკვიდრეობას
