საიტის ლოგო

სამუშაო შეხვედრა და 2026 წლის საოპერაციო გეგმის წარდგენა თანამშრომლებისთვის

არაგვის დაცულ ლანდშაფტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხილული იქნა 2026 წლის სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, დაგეგმილ აქტივობებზე, ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოტურიზმის განვითარების და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.

მსჯელობის შედეგად განისაზღვრა ძირითადი მიზნები და ამოცანები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიის ეფექტიან მართვას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.

შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში, რაც საფუძველს ქმნის 2026 წლისთვის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელებისთვის.