არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სტუდენტები საველე პრაქტიკებს გადიან და აქტიურად ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხში. მათთან ერთად არიან სპეციალისტები, რომლებიც უზრუნველყობენ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნის გადაცემას.
სტუდენტებს მასპინძლობდა არაგვის დაცული ლანდშაფტის დაგეგმარებისა და განვითარების განყოფილების უფროსი, ბატონი გიგა ბუჩაშვილი. მან წაიყვანა ისინი შემეცნებით ბილიკზე, დაათვალიერებინა მნიშვნელოვანი ლანდშაფტური ობიექტები და მიაწოდა ზოგადი ინფორმაცია არაგვის უნიკალურ ბუნებრივ რესურსებზე, ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურ მნიშნელობაზე.
ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას გარემოს დაცვაში და აძლიერებს კავშირს ბუნებასთან.
