არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია დაესწრო 3 დღიან ტრენინგს „ფოტოხაფანგების დამონტაჟებასა და გამოყენებაზე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და პატრულირებისთვის“ კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით, რომელიც ჩაატარა სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრმა – ნაკრესმა.
ტრენინგის თემები იყო:
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი – მიზანი, მეთოდები, უახლესი მაგალითების განხილვა;
ფოტოხაფანგები (სხვადასხვა მოდელები; მუშაობის პრიციპი; ძირითადი მახასიათებლები, დაყენების ზოგადი პრინციპი;
კვალის იდენტიფიცირება/აღრიცხვა: კლვაზე მუშაობის უპირატესობები და შეზღუდვები; მუშაობის პრინციპები; მაგალითები. მსხვილი ძუძუმწოვრების მონიტორინგი კვალზე მიყოლის მეშვეობით;
GPS ნავიგაციის საფუძვლები, კოორდინატთა სისტემა, მონაცემების აღება და გამოყენება.
პრაქტიკული GPS ნავიგაციის სავარჯიშოები: ადგილმდებარეობის დამახსოვრება, კოორდინატების წაკითხვა, წინასწარ შერჩეული და დამახსოვრებული
ადგილის კოორდინატების შეყვანა GPS ნავიგატორში და GPS-ის საშუალებით
დამალული ნივთის მონახვა;
საველე პირობებში ფოტოხაფანგების დაყენება;
ფოტოხაფანგების მონახვა GPS-ის გამოყენებით;
მადლობა კავკასიის ბუნების ფონდს და სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს – ნაკრესს, რომ მუდამ ზრუნავს ჩვენი ადმინისტრაციის პროფესიული ზრდისთვის და ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესებისთვის.

