არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი, ბუღალტერი შორენა ნაცვლიშვილი და შესყიდვების სპეციალისტი ლია ჩერქეზიშვილი იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ყვარლის სასწავლო ცენტრში ფინანსური წიგნიერების 3 დღიან ტრენინგზე.
ტრენინგის თემები იყო:
საბიუჯეტო სისტემის და ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის გაცნობა, საბიუჯეტო პროცესი;
პროგრამული ბიუჯეტი და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები;
პროგრამული ბიუჯეტის ღონისძიების შემუშავება
დაცული ტერიტორიებისთვის ფინანსური დაგეგმვის საფუძვლები;
დაცული ტერიტორიებისთვის ფინანსური დაგეგმვის თავისებურებები;
მენეჯმენტის და საოპერაციო გეგმების როლი და კავშირი ბიუჯეტთან;
CNF-ის ბიუჯეტის შედგენა და მათი ინტეგრაცია სააგენტოს ბიუჯეტში;
შესყიდვების პროცედურები;
ხარჯების მონიტორინგი (პროგრამა ორისი);
ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა დაცული ტერიტორიების თანამშრომლები;
ტრენინგი დაფინანსებულია კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ, მადლობა მათ მუდმივი მხარდაჭერისთვის.


