მცენარეთა სახეობებში ენდემიზმის დონე აქ განსაკუთრებით მაღალია. ფშავ-ხევსურეთის ფლორა მოიცავს 212 კავკასიურ ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ კავკასიაში გავრცელებული 17 გვარიდან 8 აქ გვხვდება; შესაბამისად, ფშავ-ხევსურეთში გავრცელებული მცენარეების 34.4% კავკასიური ენდემებია.
არაგვის დაცული ლანდშაფტის ფლორა განსაკუთრებით მდიდარია დაცული ტერიტორიის ფართო სიმაღლებრივი დიაპაზონის გამო. მაშინ როცა შედარებით თერმოფილური მცენარეული სახეობები, დამახასიათებელი კავკასიის მთისწინეთისთვის, გვხვდება ყველაზე დაბალ ნაწილებში, დაახლოებით 1000 მ სიმაღლეზე შარახევის ხეობის სამხრეთ ფერდობებზე, იშვიათი ორქიდეების სახეობები შეიძლება შეგვხვდეს სათიბებსა და საძოვრებზე მთის მცენარეულობის სარტყელში საშუალო სიმაღლეებზე. დიდი კავკასიონის ქედის უმაღლესი ნაწილებისთვის დამახასიათებელ მრავალ ალპურ სახეობას აქვს თავისი ჰაბიტატები სუბალპურ, ალპურ ან სუბნივალურ მცენარეულობის სარტყლებში.
არაგვის დაცული ლანდშაფტის ფლორა დეტალურად ჯერ არ არის კარტირებული, მაგ. ისეთი სახეობები როგორიცაა Orchis ustulata ან პარაზიტული Phelypaea coccinea, რომლებიც იზრდებიან დაცული ლანდშაფტის გარეთ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, შესაძლოა გვხვდებოდეს მის ტერიტორიაზეც. Orchis caucasica და O. mascula ssp. longicalcarata მცირედ გვხვდება დაბალი სიმაღლეების შერეულ მუხნარ-რცხილნარ ტყეებში. მაშინ როცა Gentiana cruciata და G. septemfida არის ტრადიციულად გამოყენებული მთის საძოვრების ფლორის ტიპიური წარმომადგენლები, Anacamptis pyramidalis მიეკუთვნება ყველაზე იშვიათ და საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებს, რომლებიც გვხვდება ამ ტიპის ჰაბიტატში.
გვიმრები, როგორიცაა Asplenium viride და Phylitis scolopendrium, რომლებიც გვხვდება ტყეებში, მიუთითებს კალციუმით მდიდარ ნიადაგებსა და ქანებზე. Matteucia struthiopteris ქმნის ქვეტყეს კარგად შემონახულ და არაძოვებულ მურყნარ ჭალის ტყეებში ფშავის არაგვისა და მისი ზოგიერთი შენაკადის გასწვრივ. ადრე გაზაფხულის ასპექტი სველ სუბალპურ მდელოებზე წარმოდგენილია Primula algida და Trolius patulus-ით, რომლებიც ყვავილობენ თოვლის დნობის შემდეგ მოკლე პერიოდში.
Gadelia (Campanula) lactiflora, Senecio platyphylloides, Cephalaria gigantea და Gentiana asclepiadea შეიძლება დასახელდეს როგორც სახეობებით მდიდარი სუბალპური მაღალბალახეულობის ტიპიური წარმომადგენლები, რომლებიც შეიძლება ჩამოვიდნენ სუბალპურიდან მთის სარტყლამდე ზვავსაშიში ფერდობების გასწვრივ. Valeriana tiliifolia, Telekia speciosa და Heracleum sosnowskyi შეიძლება ვიპოვოთ სველ ტყის სიცარიელეებში ან ნაკადულების გასწვრივ. Swertia iberica იზრდება მცირე ნაკადულებისა და წყაროების გასწვრივ სუბალპური მცენარეულობის სარტყელში.
დეკას (Rhododendron caucasicum) არსებობა ჩვეულებრივ მიუთითებს ძოვების დაბალ ინტენსივობაზე; დიდი და მეტ-ნაკლებად უწყვეტი რაოდენობით გვხვდება ჩრდილოეთის ფერდობებზე 2200-2800 მ სიმაღლეზე. იელი (Rhododendron luteum) ჩვეულებრივ ქმნის ქვეტყის ასპექტს, ლოკალურად ღია სუბალპურ არყნარებში.
Campanula, Saxifraga და Draba-ს გვარის მრავალი სახეობა შეიძლება ვიპოვოთ ალპური მცენარეულობის სარტყელში (განსაკუთრებით კლდისა და ღორღის ჰაბიტატებში და ე.წ. ალპურ ხალიჩებში), ისევე როგორც კავკასიური ენდემური სახეობების ტიპიური მაგალითი, Pseudovesicaria digitata. Scabiosa caucasica – კავკასიის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილების ემბლემატური სახეობა – იზრდება რეგულარულად ძოვებულ სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.
ზემოთ ნახსენები სახეობები წარმოადგენს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს არაგვის დაცული ლანდშაფტის ფლორისა.