[მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ახადი და მისი ტერიტორია შედის ეროვნული პარკის შემადგენლობაში]
სოფელი ახადი გამოირჩევა განსხვავებული და განსაკუთრებული მდებარეობით. სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მოქცეულია მდინარე არაგვისა და მდინარე წაწადას ხეობებს შორის, ხოლო ეს ორი მდინარე ერთმანეთს ლაშარის ძირს ჭალაზე უერთდება…
არაგვზე გადასვლის შემდეგ ბილიკი ტყიან აღმართს მიუყვება ხვეულებით ისეთი შეგრძნებაა თითქოს ცაში ხარ უხილავი თოკით დაკიდებული…ტყიდან ცისფერი ასე ვთქვათ კარიბჭეს ხედავ ორი ნაბიჯი და უკვე წკრიალა ცას ხედავ, შენს წინ ალპური ზონა იშლება…
სოფელი ახადი ვაკეობაზე ერთად შეკრული დასახლება, იქვე ახლოს რამოდენიმე სალოცავი და მათ შორის გოდერძაულთა თემის მთავარი სალოცავი “პირქუში”…
ამ ყველაფრის შემყურეს ბავშვობაში მოსმენილი ლექსი გახსენდება: “-სად გაგათხოვო ქალაო, სადაურ შაგრთო ქმარია?
-ახადი მამწონს დედაო, ახადის მთა და ბარია,
ახლოს წყალი და წისქვილი, ახლოს ხატ-ხატის კარია”…
…და მრთლაც ყველაფერი ერთ სივრცეშია, მხოლოდ არ ჩანს ტბა, რომელსაც ცოდვიან ტბას ეძახიან, ის უკვე შორსაა წაწადას ხეობაში და კიდევ შემდეგ…
ამ მიმართულებით განხორციელდა ტურისტული ბილიკი.
ამიტომაც გამიჩნდა სურვილი დამეგეგმა პატარა 3-4 კაციანი ტური და გავდგომოდი ჩემთვისაც უცხო გზასა და ბილიკს…
ხოდა ეს იყო უკიდეგანო საოცრება, სილამაზე, სიმშვენიერე თავისი ხედებით, ფერებით, ეკოსისტემით და ბიომრავალფეროვნებით…
აირჩიეთ სამოგზაუროდ ფშავი, ახადი, ცოდვიანი ტბა…
ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტი შორენა კოჭლიშვილი.