საიტის ლოგო

შესყიდვების ტრენინგი

✅ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი და შესყიდვების სპეციალისტი ლია ჩერქეზიშვილი მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში იმყოფებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სადაც 10-დღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

🔸 ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო შესყიდვების სისტემის უკეთ გააზრებას, პრაქტიკული უნარების გაღრმავებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე სტანდარტებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადმინისტრაციის მუშაობის ეფექტიანობას და გამჭვირვალობას.

🔸 ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრები მუდმივად ვითარდებოდნენ და ეცნობოდნენ საუკეთესო პრაქტიკებს, რაც საბოლოოდ აისახება დაცული ტერიტორიების მმართველობის ხარისხზე.