საიტის ლოგო

შეხვედრა პროექტის „არაგვის ბილიკები-სოფლის განვითარებისა და აგრო ტურიზმის მხარდაჭერა“ ფარგლებში.

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ „ფიფლ ინ ნიდ“- ის მიერ დაორგანიზებულ დასკვნით შეხვედრას პროექტის „არაგვის ბილიკები-სოფლის განვითარებისა და აგრო ტურიზმის მხარდაჭერა“-ს.

შეხვედრის ფარგლებში არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რაფიელ რუაძემ და შორენა კოჭლიშვილმა წარადგინეს პრეზენტაციები, როგორც ადგილობრივებს რა სარგებელი მოუტანა ამ ბილიკების გაკეთებამ.

რაფიელ რუაძე არის უფროსი რეინჯერი და მონაწილეობას იღებდა ბილიკების მარკირების პროცესში, მისთვის ეს დიდ გამოწვევასთან ერთად ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებობა იყო, მან საკუთარი ტვალით ნახა, რამდენად დიდ საქმეს აკეთებს სწორად მონიშნული ბილიკი ბუნებაში მოსიარულეთათვის; ხოლო შორენა კოჭლიშვილი არის ადგილობრივი და ფშავში შექმნილი აქვს „ეთნო სახლი“ – სივრცე, სადაც ტურისტები ჩამოდიან, რომ ახლოდან შეიგრძნონ ფშავის ტრადიციები, ყოფა-ცხოვრება და ავთენტური გარემო. მისი „ეთნო სახლი“ არა მხოლოდ სტუმრების ადგილი, არამედ კულტურული გამოციდლებაა, სადაც ადამიანი ადგილობრივი ცხოვრების ატმოსფეროდ იქცა. შორენა გულით ინახავს და უზიარებს ფშაურ ისტორიებს, სითბოსა და სტუმართმოყვარეობას, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

პროექტის მიზანი იყო:ბილიკების MARKING-ისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება, ადგილობრივი მონაწილე მხარეების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის ზრდა ბილიკების მოვლის საკითხებში, ასევე ახალი სასეირნო ბილიკების პოპულარიზაცია.

პროექტის მხარდამჭერია ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა.