საიტის ლოგო

შეხვედრა “რეინჯერთა პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში.”

არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი მირიან ოდიშელიძე დაესწრო შეხვედრას “რეინჯერთა პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში.”

კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით მიმდინარეობს საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერთა პროფესიული გადამზადების სასწავლო პროგრამის შემუშავება.

შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა რეინჯერთა ძირითადი კომპეტენციები, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება შესაბამისი სასწავლო მოდულები.

პროგრამა ხელს შეუწყობს რეინჯერთა ცოდნისა და უნარების გაძლიერებას, გააუმჯობესებს მათ სამუშაო გარემოს და დაეხმარება საქმიანობის ეფექტიანად შესრულებაში, რადგან სწორედ რეინჯერები წარმოადგენენ ბუნების დაცვის პირველ ხაზს და ყოველდღიურ საქმიანობას უშუალოდ ველზე ახორციელებენ.

მადლობა კავკასიის ბუნების ფონდს მუდმივი მხარდაჭერისთვის!