მოგესალმებით არაგვის დაცული ლანდშაფტის ვებ-გვერდზე – თქვენს ვირტუალურ გზამკვლევში ახლად დაარსებულ დაცულ ტერიტორიაზე!
არაგვის დაცული ლანდშაფტის შესახებ
არაგვის დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილს და მოიცავს 99,802 ჰა. ის მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნა 2021 წელს და ის საქართველოში უდიდესია IUCN-ის V კატეგორიის დაცული ტერიტორიებიდან. მისი მართვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის მეშვეობით.
ჩვენი ადმინისტრაცია, გარემოსდაცვით საქმიანობასთან ერთად, ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სასოფლო-სამეურნეო პროექტებს, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი თემებისა და ტრადიციული საქმიანობის შენარჩუნებას. ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
ეს ვებ-გვერდი შეიქმნა პროექტის “არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მართვის დამკვიდრება” (№GE-2018-022-FO-43040/4) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით. მისი მიზანია შექმნას პლატფორმა, სადაც არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია გააზიარებს ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან და ვიზიტორებთან, ასევე მიმდინარე პროექტებისა და მათი შედეგების შესახებ სიახლეებს.