საიტის ლოგო

ხევსურეთი, სოფელი გუდანი

გადმოცემის მიხედვით გუდანის ჯვარი პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ კი სოფელ გუდანში.

ზევსურულ სადიდებელთა ტექსტში მოუხსენიებია საღვთო ბერი ბაადურის სახელით. გუდანის ჯვარი ითვლებოდა ხევსურეთის სამი(3) ძირითადი საგვარეულო სათემოს გაერთიანების: საარაბულოს, საგოგოჭუროს და საჭინჭარაულოს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად…გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა გადაწყვეტა, გარეშე მტრებზე ლაშქრობა, დაზავება მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა. იგი ძირითადად მოლაშქრე ღვთაებად მიაჩნდათ…

გუდანის ჯვარში იყო ხუცესი და ის აყენებდა ყველანაირ წესს, რაც ხევსურეთში ტრადიციად ითვლებოდა. ქადაგი აყენებდა დასტურებს, ხუცესი მედროშეს და მეზარეს, ეს ხდებოდა ორი წლით.

მეზარე- ზარს რეკავდა; მედროშე – დროშას ატარებდა; დასტურები კიდევ სხვადასხვა საქმიანობას წარმართავდნენ…

ხუცესის მოვალეობაში შედიოდა – კოდის გახსნა, ჟამის წირვა, საკლავის დაკვლა და შესაწირის გაკეთება…

გუდანს ასევე აქვს ქვენა ჯვარი, რომელიც არის სასოფლო სალოცავი, სადაც მხოლოდ ჭინჭარაულები ლოცულობენ…

გუდანის ზენა ჯვარში ხუცესი იყო – გადუა არაბული, ქვენა ჯვარში – გაგა ჭინჭარაული.

დღეს-დღეობით ხუცესი აღარ არის და დასტურები ყენდებიან წილისყრით ვინც ამზადებს ლუდს,ბამავდროულად გუდანის ჯვარში იკვლება სხვა სარიტუალო საკლავებთან ერთად სანათლავი მამაკაცებისთვის.