საიტის ლოგო

ხევსურეთი, ხახმატი, ხამხატის წმინდა გიორგის სალოცავი, ხამხატი ჯვარი

ხევსურეთის საკულტო ძეგლი ხახმატის ჯვარი მდებარეობს სოფელ ხახმატსა და სოფელ ბისოს შორის. ორივე სოფლის სალოცავია მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ხახმატს აქვს თავისი სოფლის სალოცავი- აბუღას მაბურთვალი…

ტერიტორიულად ჯვარს დიდი ადგილი უკავია, აქვე მრავლადაა ნახევრად დანგრეული სალოცავი და კოშკები.

ხატის ჯვარი რჯულიან-ურჯულოთ სალოცავია, რადგან მას ლოცულობენ და შეწევნას სთხოვენ არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ “ურჯულო” ქისტებიც…

…”შენამც იდიდები “გიორგინაღვარმშვენიერო”, რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო! გიორგის მოდენო,თქვენ გადიდასთ ღმერთმა” – ასე ილოცებიან ხახმატის ჯვარში.

ხსხმატის გიორგის მოდენი არიან (ანუ დები) ქაჯავეთის ლაშქრობიდან ტყვედ წამოყვანილი, დახსნილი ქალები- სამძიმარი, აშექალი, მზექალი, რომლებიც მან ქრისტიანულად მონათლა და მეენე დაუნიშნა, საარსო მისცა ხახმატის ჯვარში, თავის საყმოს სალოცავად გახადა.

განსაკუთრებით სამძიმარი შეუთვისებია, ისე რომ, როცა ხახმატის ჯვარს ახსენებდნენ გიორგი “ნაღვარმშვენიერისა” და სამძიმარ ” ყელღილიანის” ერთობას გულისხმობდნენ. სხვა ღვთისშვილისაგან განსხვავებით, ხახმატის გიორგის მთავარი საგმირო საქმეა არა იმდენად დევებთან ბრძოლა, არამედ ქაჯავეთის განძის მოპოვება. ხახმატის ჯვარში იკვლებოდა ძროხა(მეწველი) საქონის სამხვეწროდ, ასევე იკვლებოდა სანათლავი და სამხვეწრო ქალებისათვის, უმეტესად უშვილობისა და ბედის გახსნასთან მიმართებაში…