არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში, რომელიც მიეძღვნა SMART სისტემის გამოყენებას. ტრენინგი ჩატარდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით და მას ესწრებოდნენ სხვადასხვა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლები. ტრენინგში მონაწილეობდნენ არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი, ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი მირიან ოდიშელიძე და ეკო-განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ნინო ბიჩნიგაური. […]