კავკასიის ბუნების ფონდის დაფინანსებით არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომლებისთვის შეძენილ იქნა SMART მობილური მოწყობილობები არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის რეინჯერებს SMART მობილურები ოფიციალურად გადასცა დირექტორმა ნატო წყარუაშვილმა. კავკასიის ბუნების ფონდის კოორდინატორმა ლევან თაბუნიძემ რეინჯერებს ჩაუტარა ტრენინგი SMART მობილური პროგრამის გამოყენების შესახებ SMART (Spatial Monitoring and Reporting Tool) წარმოადგენს თანამედროვე პროგრამულ პლატფორმას, რომელიც გამოიყენება ველური ბუნების დაცვის პროცესში […]