არაგვის დაცული ლანდშაფტის რეინჯერებისთვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა SMART მობილური აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში რეინჯერებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აპლიკაციის ფუნქციები, მონაცემების სწორად დაფიქსირება და მისი გამოყენება პატრულირებისა და მონიტორინგის პროცესში. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს რეინჯერების პრაქტიკული ცოდნის გაძლიერებას და დაცული ტერიტორიის ეფექტურ მართვას.