საიტის ლოგო

დღე: მაისი 14, 2026

მაი 14
არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის დირექტორი ნატო წყარუაშვილი და ბუნებრივი რესურსების მართვისა და დაცვის განყოფილების უფროსი მირიან ოდიშელიძე დაესწრნენ დასკვნით შეხვედრას — „კონფლიქტების მართვა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მიერ“.

შეხვედრა განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდი-ის მხარდაჭერით, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების პროფესიულ განვითარებასა და გადამზადებას. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო კონფლიქტების მართვის სახელმძღვანელო, მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება და რეკომენდაციები სახელმძღვანელოს შემდგომი გაუმჯობესებისთვის.