ტრენინგის ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყვნენ კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და OSHE Georgia. პროგრამის მიზანია რეინჯერების შესაძლებლობების გაძლიერება, მათთვის კომპლექსური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, რათა დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა უსაფრთხოდ, პასუხისმგებლიანად და სამართლებრივი ნორმების დაცვით განახორციელონ. ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: რეინჯერების უსაფრთხოებას; უსაფრთხო კომუნიკაციას; სამართალდამრღვევებთან ქცევის წესებს; გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებას; ველურ პირობებში გადარჩენის უნარების განვითარებას. […]