GPS
https://www.wikiloc.com/hiking-trails/karkucha-bursachiri-karkucha-bursachiri-178225114
მოცემული მარშრუტი ხევსა და გუდამაყარს აკავშირებს ერთმანეთთან. მარშრუტი სოფელ კარკუჩაში იწყება და სამანქანე გრუნტის გზით მიემართება გუდამაყარის უღელტეხილისკენ. გზად მიუყვება მაღალი ძაბვის გადამცემ ანძებს. უღელტეხილიდან კი ვეშვებით ასევე გრუნტის გზით სოფელ ბურსაჭირში საიდანაც სხვადასხვა მიმართულებითაა მარშრუტის გაგრძელება შესაძლებელი. შეგვიძლია ბურსაჭირიდან მოვინახულოთ ულამაზესი ჩხატისკარის ჩანჩქერი, ჩავიდეთ სოფელ ჩოხში ან გავაგრძელოთ გზა ბაკურხევისა და შემდეგ ხევსურეთის მიმართულებით. კარკუჩა-ბურსაჭირის მონაკვეთი მთლიანად მიუყვება სამანქანე გრუნტის გზას და არ არის რთულად გასავლელი რელიეფის მხრივ.
https://www.wikiloc.com/hiking-trails/karkucha-bursachiri-karkucha-bursachiri-178225114
Chokhi, Georgia
საშუალო
13.85 km
შეფასების დამატება