საიტის ლოგო
აღწერა

მარშრუტი სოფელ ჩოხში იწყება და სამანქანე გრუნტის გზით მიემართება ბურსაჭირისკენ. 5 კმ გავლის შემდეგ მივადგებით გზაჯვარედინს საიდანაც შესაძლებელია ორი მიმართულებით მარშრუტის გაგრძლება. ერთი მიდის ჩხატისკარის ჩანჩქერისკენ და ნარიანას ტბისკენ, ხოლო მეორე ადის საქორის უღელტეხილზე საიდანაც თავის მხრივ შესაძლებელია საქორის ტბის მონახულება ან ბაკურხევში დაშვება. ბურსაჭირიდან მარშრუტი წინ ხეობისკენ მიემართება, გადავკვეთავთ მდინარეს და შევუყვებით მცირე აღმართს ქოხებისკენ. ქოხებიდან მალევე გავალთ გზაჯვარედინზე საიდანაც ბილიკი ორი მიმართულებით მიდის: ქვედა ჩხატისკარის ჩანჩქერთან მიგიყვანთ ხოლო ზედა ნარიანას ტბასთან.
ჩხატისკარის ჩანჩქერი განსაკუთრებული სილამაზითა და წყალუხვობით გამოირჩევა. მისი ნახვა დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მოგზაურებზე. მისკენ მიმავალი ბილიკი დიდი სირთულით არ გამოირჩევა და მინდორში გაკვალულ ბილიკს მიუყვება. მინდვრის ბოლოს ბილიკი სერპანტინით ჩადის ქვემოთ მდინარისკენ და მალევე მივადგებით ჩხატისკარის ჩანჩქერს.

The route starts in the village Chokhi and by the car dirt road goes to Bursachiri. After 5 km, we will reach the crossroads from where it is possible to continue the route in two directions. One leads to Chkhatiskari waterfall and Nariana Lake, and the other climbs to the Sakori Pass, from where it is possible to visit Sakori Lake or descend to Bakurkhevi. Route N1. Chkhatiskari waterfall - Nariana lake
From Bursachiri, the route goes to the valley ahead, we will cross the river and go up a small ascent to the huts. Shortly after the huts, we will appear on crossroad from where the path goes in two directions: the lower one will take you to the Chkhatiskari waterfall and the upper one will take you to the Nariana lake. Chkhatiskari waterfall is distinguished by its special beauty and abundance of water. Its sight leaves a great impression on travelers. The path is not very difficult and follows a path in the field. At the end of the field, the path goes down by serpantine to the river below and soon we reach the Chkhatiskari waterfall.

სტატუსი

მარკირებული

ბილიკის სირთულე

საშუალო

ბილიკის სიგრძე

8.8

  • კომენტარები ჯერ არ არის.
  • შეფასების დამატება